centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა თელავში - „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“. პროექტი ხორციელდება თბილისში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე დასრულდა UNESCO-ს მეთოდოლოგიით საპილოტე სქემის პირველადი მოდელის შემუშავება და ინფორმაციის მოძიების საველე სამუშაოები.

24 აგვისტოს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია/სამუშაო შეხვედრა პროექტის ფარგლებში.

შეხვედრა სამუშაო რეჟიმში წარიმართა. მოსულ აუდიტორიას თელავის ცენტრის კოორდინატორმა ლიკა იმერლიშვილმა წარუდგინა თვითმმართველი ქალაქი თელავის და თვითმმართველი თემის ტეროტორიულ ერთეულებში კულტურის სხვადასხვა სფეროების 2012-2017 წლების მონაცემები: არქიტექტურული სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობა, საშემსრულებლო ხელოვნება, ვიზუალური ხელოვნება, ფესტივალები და ა.შ.

თელავის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ფიქრია ყუშიტაშვილმა აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროქტების არსებობა, რადგან ეს შეუწყობს ხელს რეგიონის კულტურული განვითარების კონცეფციის შემუშავებას“.

კონვენციაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული დაუცველი ჯგუფების ჩართულობაზე კულტურულ ცხოვრებაში, რაზეც მაყვალა წიკლაურმა, თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა შენიშნა: „თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გააჩნია მუსიკალური ფონდის განყოფილება, რომელშიც უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი და ხმოვანი წიგნებია დაცული. სულ 450 ხმოვანი წიგნია ბიბლიოთეკის ბალანზე“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. თელავის მერიის, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის,  სსიპ და ა(ა)იპ-ის კულტურის სამსახურებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა