centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ზუგდიდი - „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“. პროექტი ხორციელდება თბილისში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე დასრულდა UNESCO-ს მეთოდოლოგიით საპილოტე სქემის პირველადი მოდელის შემუშავება და ინფორმაციის მოძიების საველე სამუშაოები.

24 აგვისტოს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია/სამუშაო შეხვედრა პროექტის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის სამსახურების, სსიპ და ა(ა)იპ-ის კულტურის სამსახურების წარმომადგენლები, ხელოვანები, მოქალაქეები და მედიასაშულებების  წარმომადგენლები.

შეხვედრის პირველ ნაწილში ფასილიტატორმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ ნათია ბჟალავამ მონაწილეებს გააცნო პროექტის მიზანი, ამოცანები და შესრულებული და სამომავლო საქმიანობები.  მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის“ მიზნები და სახელმძღვანლო პრინციპები და პროექტით გათვალისწინებული საველე სამუშაოების შედეგები - მოძიებული მონაცემები ქ. ზუგდიდის მაშტაბით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის“   წარმომადგენელმა ფატი ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ სასურველია მსგავსი კვლევა ჩატარდეს მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ვინაიდან კულტურული კერები უფრო მეტად სწორედ მუნიციპალიტეტებშია წარმოდგენილი.

ქ. ზუგდიდის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ზამირა ღადუამ აღნიშნა, რომ კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო კულტურის სამინისტრომ, რომელსაც საბოლოო სახე უკვე მიეცა და ის ითვალისწინებს პერიოდს 2025 წლის ჩათვლით.  აღნიშნული სტრატეგიის განხილვა გათვალისწინებულია ოქტომბერ-ნოემბერში. მან მადლობა გადაუხადა პროექტის განმხორციელებელ ორგანიზაციებს ღირებული ინფორმაციის თავმოყრისთვის და დასძინა, რომ აღნიშნული სტრატეგია განხილულ იქნება იმ აუდიტორიის ჩართულობით, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ სამუშაო შეხვედრაზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თამაზ ჟორჟოლიანმა გამოხატა დაინტერესება, მოეწყოს შეხვედრა ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, რათა საზოგადოება გაეცნოს მათ სამუშაო სტრატეგიებს. მისი განმარტებით, კულტურის განვითარების სტრატეგია მოიცავს მიმართულებას ტურისტული სერვისების მეტი კომერციალიზაციისკენ და საჭიროა ტურისტული კომპანიების მოსაზრებების გაზიარება კულტრული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით.

განათლებისა და განვითარების ცენტრის „აკადემუსის“ ხელმძღვანელის მადონა ჯაბუას განცხადებით, აუცილებელია, მხარდაჭერილი იყოს მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის ტრადიციული და უკვე მივიწყებული დარგების განვითარების მიზნით, რომელთაც გაუძღვებიან რეგიონში წარმოდგენლი უხუცესი ხელოვანები, ვინაიდან მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.მან ისაუბრა ისეთი სივრცის მოწყობაზე, სადაც გამოიფინება რეწვის და ხელოვნების უძველესი დარგების ნიმუშები.

შეხვედრაზე გაჟღერდა ციცინო შენგელიას იდეა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე გამოიყოს ერთი ადგილი, სადაც თვეში ერთ კონკრეტულ დღეს ადგილობრივი რეწვის ოსტატები გამოფენენ თავიანთ ნამუშევრებს. აგრეთვე, მოხდეს ადგილობრივ ოსტატთა ნაწარმის ბრენდირების ხელშეწყობა. აღნიშნულ იდეას მიესალმნენ ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლები.

ქ. ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მანანა გვარამიამ საზოგადოებას აუხსნა, რომ ბიბლიოთეკამ ადრე ითანამშრომლა არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მერკური“ და ერთიანი ძალისხმევით ქალაქში მოეწყო კულტურული ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, სადაც პოპულარიზაცია გაეწია ადგილობრივი რეწვის ნიმუშებს (თიხა, თექა, ა.შ.).

ზუგდიდის აკ. წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ წამოწია საკითხი სახალხო დღესასწაულის „ზუგდიდობის“ წელს აღნიშვნასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დღესასწაულს საფუძველი ჩაეყარა გასულ წელს. სოციალურ ქსელში და ადგილობრივ მედიაგამოცემაში გაჟღერებული ინფორმაციით, წელს დღესასწაულის ჩატარება ვერ ხერხდება. მადონა მაქაცარიამ მიმართა აუდიტორიას შეკითხვით, თუ რამდენად შესაძლებელია, ადგილობრივი კულტურული რესურსების გამოყენებით და გაერთიანებით აღნიშნული დღესასწაული ჩატარდეს და ტრადიცია შენარჩუნდეს.

შეხვედრაზე გაჟღერდა ანსამბლ „იანარის“ ხელმძღვანელის ირმა ღურწკაიას წერილობითი მიმართვა, სადაც საუბარი იყო ანსამბლის მიზნებზე, დაფინანსების არარსებობაზე და ზუგდიდში გალობის სკოლის გახსნის საჭიროებაზე, სადაც თაობები შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ სიმღერებს და საგალობლებს.  მისი თქმით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება გამოყოფს გალობის სკოლისთვის სამ ოთახს, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე მზად არის, ზუგდიდში გახსნას აღნიშნული სკოლა.

ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები მიესალმნენ ახალ ინიციატივას და გამოთქვეს მზადყოფნა, ზუგდიდის კულტურის სახლში გამოყონ სკოლისთვის საჭირო ოთახები.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა