centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ქუთაისში - „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“  კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“. პროექტი ხორციელდება თბილისში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე დასრულდა UNESCO-ს მეთოდოლოგიით საპილოტე სქემის პირველადი მოდელის შემუშავება და   ინფორმაციის მოძიების საველე სამუშაოები.

22 აგვისტოს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია/სამუშაო შეხვედრა პროექტის ფარგლებში

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერიის კულტურის, არქიტექტურის სამსახურების, ა(ა)იპ-ის კულტურის სამსახურებისა და მედიასაშულებების  წარმომადგენლებმა. შეხვედრის პირველ ნაწილში ფასილიტატორმა, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ ქეთი ბიბილეიშვილმა მონაწილეებს პრეზენტაციის სახით გააცნო პროექტის მიზანი, ამოცანები, შესრულებული და სამომავლო საქმიანობები. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის“ მიზნები და სახელმძღვანლო პრინციპები და პროექტით გათვალისწინებული საველე სამუშაოების შედეგები - მოძიებული მონაცემები ქუთაისის მასშტაბით.  შეხვედრის დროს გაკეთდა მოძიებული ინფორმაციის განხილვა, დეტალურად მოხდა ყველა ინფორმაციის ანალიზი. 

შეხვედრის ერთერთმა მონაწილემ დათო ლიკლიკაძემ აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პრაქტიკულად ჩემს თვალწინ ყალიბდება ჩვენი ქალაქის კულტურულ-ტურისტული ატლასი, რაც ძალზედ სასარგებლო ინფორმაცია იქნება ნებისმიერი უცხოელისთვის და ჩვენთვის, აქტიური მოქალაქეებისთვის. ვფიქრობ, ამ შრომაზე წვდომა როცა გვექნება, მედიის წარმომადგენლებიც ისარგებლებენ. მე სიამოვნებით ჩავერთე ჯგუფურ მუშაობაში და მზად ვარ მომავალი თანამშრომლობისთვისაც“.

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის პიარ მენეჯერმა ციცი ჯინჯიხაძემ განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების ინიცირება და განხორციელება, რათა ქვეყანაში კულტურული სფერო უფრო მეტად წარმოჩინდეს და დაფასდეს როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან.

უკან დაბრუნება  
თებერვალი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა