centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ახალციხეში - „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“. პროექტი ხორციელდება თბილისში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში. ამ ეტაპზე დასრულდა UNESCO-ს მეთოდოლოგიით საპილოტე სქემის პირველადი მოდელის შემუშავება და   ინფორმაციის მოძიების საველე სამუშაოები.

21 აგვისტოს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია/სამუშაო შეხვედრა პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობა პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებით აღებულ ვალდებულებათა მონიტორინგისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. 

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  აუცილებელია რეგიონებში არსებული კულტურის სფეროს (როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო  სექტორის) თანადგომა, რადგან კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას, რომლის დაცვა და ხელშეწყობა აუცილებელია ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ.

კულტურული მრავალფეროვნება ადამიანებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ამიტომ   მისი დაცვა, ხელშეწყობა და შენარჩუნება  თითოეული ჩვენგანის მოვალებაა“, - დასძინა  ა(ა)იპ ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარშვილმა.

შეხვედრში მონაწილეობა მიიღეს ქ. ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის,  სსიპ და ა(ა)იპ-ის კულტურის სამსახურებისა და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებმა.

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა