centers for civic engagement
English
Home 

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მასმედიის წარმომადგენლებისთვის

14 აგვისტოს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მედიაცენტრში ჩატარდა ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ჟურნალისტებისთვის  თემაზე: „2017 წლის არჩევნები და მედიის როლი“, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო. მასმედიის წარმომადგენლებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, მოიყვანეს მაგალითები არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით და განიხილეს ის ცვლილებები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე ამოქმედდება. ტრენინგის მსვლელობისას ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, პრაქტიკული დავალება შეესრულებინათ. მათ განიხილეს სიმულაციურ საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევები და პრობლემის მოგვარების გზები ჯგუფურად შეიმუშავეს.

გარდა ამისა, რეგიონში მოქმედი რადიოს, გაზეთებისა და ტელივიზიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა ეკრძალებათ და რისი უფლება აქვთ მასმედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში, როგორ უნდა მოხდეს არჩევნების დღის გაშუქება, რა პროცედურებია არჩევნებზე, ქართულ რეალობაში ყველაზე ხშირად მომხდარ დარღვევებზე და სხვ. 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა