centers for civic engagement
English
Home 

სემინარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ბათუმში

8 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სემინარი თემაზე:  „არჩევნების დღე და საარჩევნო პროცედურები“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამართლიანი არჩევნების აჭარა-გურიის კოორდინატორი მადონა ბერიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებასა და მათთვის  შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესებას.  

დემოკრატია და სამართლიანობა ძლიერი სახელმწიფოს შექმნის წინაპირობაა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ მიიღწევა დემოკრატია. არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფს საზოგადოების არჩევანის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. არჩევნებით განისაზღვრება საზოგადოების და მთლიანად  ქვეყნის მომავალი. შესაბამისად, ყველა მოქალაქე ვალდებულია, დააფიქსიროს თავისი არჩევანი. სასურველი იქნება არჩევნების შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. ასე უკეთ გავაცნობიერებთ, რა როლი გვაქვს არჩევნებში“, - განაცხადა მადონა ბერიძემ.

ხელვაჩაურელმა ახალგაზრდამ გია ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ის არჩევნებში ხმას პირველად აძლევს. „არჩევნების საშუალებით ხალხი ირჩევს მათთვის სასურველ კანდიდატს ხელისუფლებაში მოსასვლელად. საკუთარი არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია, ეს ჩემთვის პირველი არჩევნებია. აუცილებლად ვაპირებ არჩევნებზე მისვლას. როგორც მსმენია, ამომრჩეველს აქვს უფლება, დღის განმავლობაში მივიდეს უბანზე ხმის მისაცემად, თუმცა, რა და როგორ ხდება, დაწვრილებით არ ვიცი. ამიტომ ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, სასარგებლო რჩევებს მივიღებ“, - აღნიშნა გია ჩხაიძემ.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრებს ისინი თავიანთ თემშიც გამართავენ.

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გეგმავს მსგავსი ტრენინგის ჩატარებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც. 

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა