centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ომის ვეტერანებთან რუსთავში

4 აგვისტოს რუსთავის დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ომის ვეტერანებთან, რომელზეც მოხდა მათი პრობლემების იდენტიფიცირება რუსთავის 2017 წლის  თვითმმართველობის კანდიდატებისთვის წარსადგენად. შეხვედრას გაუძღვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის“ თავმჯდომარე ლევან გოგოლაური.   

კავშირის წინაშე მდგარი საორგანიზაციო საკითხების გახმოვანების შემდეგ, მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა პრობლემები აწუხებს თითოეულ ვეტერანს. ისინი ბევრ საკითხს შეეხნენ, მაგრამ  მთავარი მათ მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობა იყო. „დავიღალეთ მერიაში სიარულით. ძალიან ბევრი რამ გვაწუხებს, მაგრამ ჩვენი მოსმენა არავის უნდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ვეტერანმა.

საბოლოოდ შეთანხმდნენ და ჩამოწერეს ის ძირითადი საკითხები, რაც ყველასთვის საერთოა.  „გვინდა, რომ ქალაქის ბიუჯეტში ჩვენი დაფინანსება ცალკე მუხლად იყოს გამოყოფილი და არ იყოს გაერთიანებული სხვა სოციალურ დახმარებებთან“, - განაცხადა ლევან გოგოლაურმა. „აუცილებელია, რომ ქალაქისთვის მოზიდული ინვესტიციის პირობებში, დასაქმებულთა გარკვეული პროცენტი ომის ვეტერანებზე იყოს გათვალისწინებული. ახალგაზრდები ვართ და უმუშევრობა მძიმე ტვირთად გვაწევს“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა დავით ქრისტესიაშვილმა. ომის ვეტერანების თქმით, დასარეგულირებელია იმ მიწის ნაკვეთების საკითხი, რომლებიც მათზე იყო გაფორმებული და რისი დამადასტურებელი საბუთებიც დღეისთვის დაკარგულია.

ომის ვეტრანები აგრეთვე შეეხნენ ომში დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ქალაქში აშენების თემასაც.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ და სხვა საკითხებს ომის ვეტერანები წარუდგენენ იმ კანდიდატებს, რომლებიც რუსთავის მერობისთვის იბრძოლებენ და რომლებთანაც შეხვედრა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაიგეგმება არჩევნების წინ. „ჩვენ მხარს დავუჭერთ და ხმას მივცემთ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს პრობლემებს გულთან მიიტანს და მათი გადაჭრის რეალურ გეგმას დაგვისახავს. არ არის გამორიცხული, რომ მერობის კანდიდატს ჩვენი რიგებიდან დავასახელებთ“, -  განაცხადა ლევან გოგოლაურმა შეხვედრის დასასრულს.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა