centers for civic engagement
English
Home 

იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - დისკუსია ზუგდიდში

4 აგვისტოს  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია  იძულებით გადაადგილებულთა უფლებებზე, საჭირობებზე, მათთვის სახელმწიფო სერვისებსა და პროგრამებზე. შეხვედრას იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ ორგანიზაცია „საუნჯის“  ხელმძღვანელი იაგო ფასანძე და სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის იურისტი რუსუდან პაჭკორია.

შეხვედრაზე განიხილეს ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილებისთვის არსებული მუნიციპალური პროგრამები და ადგილობრივ სერვისებზე მათი ხელმისაწვდომობის მექანიზმები. ასევე  იმსჯელეს, თუ როგორია დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და არის, თუ არა დაცული დევნილთა უფლებები. დევნილებმა აღნიშნეს, რომ მათი უმთავრესი პრობლემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლების მოპოვებაა. ამასთან, დევნილების ნაწილმა აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით მიმართა და შედეგით კმაყოფილია.

დევნილმა  ჟანა ჯახაიამ, რომელიც დასახლებაში არსებული სათემო ორგანიზაციის წევრია, აღნიშნა, რომ რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას და შეძლებისდაგვარად მოუგვარდა წყლის და ბაღის პრობლემა.

დევნილთა ნაწილმა კი უკმაყოფილბა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიმართვის მიუხედავად, არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება. დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა მოქალაქე ელგუჯა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, იმ დევნილებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ბინებით, დასამუშავებლად საბოსტნე მიწებიგადაეცათ.

ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელის იაგო ფასანიძის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დევნილებიც არიან მათი ამომრჩევლები, ისინიც იგივე უფლებებით სარგებლობენ, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა.

სამართლებრივი დაცვის ინსტიტტის“ იურისტის რუსუდან პაჭკორიას თქმით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ის პრობლემები, რაც აწუხებთ იძულებით გადაადგილებულ  პირებს და დასძინა, რომ შეხვედრაზე მოსმენილ რამდენიმე პრობლემას ისინი მერობის კანდიდატებს გააცნობენ.

მომდევნო შეხვედრებზე კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დევნილი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამების წარდგენისას გააცნონ  მათ, როგორ აპირებენ დევნილთა საჭიროებებისა და პრობლემების გადაჭრას. 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა