centers for civic engagement
English
Home 

ქალაქ ბათუმის პრობლემების იდენტიფიცირება 2017 წლის თვითმმართველობის კანდიდატებისთვის

3 აგვისტოს  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო შეხვედრა ქალაქ ბათუმის პრობლემების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით 2017 წლის თვითმმართველობის კანდიდატებისთვის წარდგენის და გაცნობის მიზნით. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბათუმის 13 ტერიტორიული ერთეულის უბნის მაცხოვრებლები, საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარეები, ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი და პრობლემა დაისვა, რომლებიც განხილული იქნება თვითმმართველობის კანდიდატებთან ერთად. შეხვედრის მიზანი იყო პრობლემების იდენტიფიცირება კონკრეტული უბნის მაჟორიტარი კანდიდატისთვის წარსადგენად, რათა  ამომრჩეველმა იცოდეს, თუ როგორია კანდიდატის ხედვა და პრობლემის გადაჭრის გზები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

მოსახლეობის ნაწილის აზრით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა რეკრეაციული   ზონების ნაკლებობაა. საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი გამწვანება უნდა მოდიოდეს. ბათუმში კი ეს 5-6 კვ/მ-ია.  დღეს  ბათუმში 180 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქალაქის ტერიტორია 6494 ჰექტარია. თუ ზემოთ აღნიშნულ სტანდარტს გავითვალისწინებთ, ბათუმში 270 ჰექტარი რეკრეაციული ზონა უნდა იყოს. დღევანდელი მაჩვენებელი ქალაქში კი 8 ჰექტრამდეა.

,,ჩვენ ქალაქში ინვესტორი ისე იწყებს მშენებლობას, რომ გამწვანების ზონას საერთოდ არ ითვალისწინებს. ქალაქს არ აქვს დაგეგმარება და ასეთი ბათუმი მომავალში ეკონომიკურადაც წამგებიანი გახდება. ქალაქში ყოველ 5 წუთში ფეხით მოსიარულეს უნდა ხვდებოდეს სკვერი ან მწვანე სივრცე, სადაც შეძლებს დასვენებას. ბათუმში არის უბნები, სადაც მთელ ქუჩაზე ბეტონის კედლის გარდა შეიძლება ვერაფერი ნახო. ამიტომ ეს საკითხი თვითმმართველობამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს და პრიორიტეტად აქციოს“, - განაცხადა კახაბრის უბნის დარბაზის თავმჯდომარემ ნოდარ ბედინაძემ.

მოუგვარებელი რჩება საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც. აღნიშნული საკითხი უკვე წლებია ქალაქისთვის პრიორიტეტული პრობლემაა და ქალაქის მაცხოვრებლები მის გადაჭრას ითხოვენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ტურისტული სეზონის დადგომისას.

მოუწესრიგებელია ასევე ქვეითების ბილიკები ქუჩებში. ზოგიერთ ადგილას ტროტუარებზე ან კაფეებია, ან მანქანები დგას და მოქალაქეს, მითუმეტეს შშმ პირს ეტლით, თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვს. კონფლიქტის წყაროა აგრეთვე სახლებს შორის ვიწრო ეზოები, რომელსაც მეზობლები ვერ იყოფენ ავტომანქანების დასაყენებლად. ამ ფონზე კი, მშენებლობებზე ნებართვების გაცემა იმავე ტემპით და მასშტაბებით და ქალაქის განაშენიანების გეგმის გარეშე გრძელდება. ამის კონტროლი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი თვითმმართველობის კანდიდატებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ ქალაქის სივრცითი მოწყობის გეგმის მიღებასა და ამოქმედებაზე.

შეხვედრის ბოლოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ განსაზღვრეს ქალაქის პრიორიტეტები და წერილობითი სახით შეიმუშავეს საარჩევნო კანდიდატებისთვის წარსადგენად. კანდიდატებთან შეხვედრა ეტაპობრივად გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტერიტორიული უბნების მიხედვით. 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა