centers for civic engagement
English
Home 

დისკუსია ოზურგეთში პოლიტიკურ პროცესებზე რელიგიის როლისა და გავლენის შესახებ

აგვისტოს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედიაცენტრში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა გურიაში მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესებში  სასულიერო პირების ჩართულობის და მათი გავლენის გააზრების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში მათი როლის განსაზღვრის მიზნით.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დეკანოზი ვახტანგ თოხაძე, სოფ. მაკვანეთის წმ. ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი პადრე გაბრიელე ბრაგანტინი, წმ. სტეფანეს სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი და თეოლოგი, მუსლიმთა სამმართველოს მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე.

საზოგადოების აზრის ფორმირებაში რეგილიგიის როლზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა სტუდენტმა ნიტა ცერცვაძემ. „სასულიერო პირების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენის უარყოფა შეუძლებელია. სამოქალაქო საზოგადოებამ, ისევე, როგორც სასულიერო პირებმა, უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, პატივი სცენ საქართელოს კანონმდებლობას, წინასაარჩევნო პროცესებს გაემიჯნონ და ამომრჩევლებს მისცენ უფლება,  თავად გააკეთონ არჩევანი“, - აღნიშნა მან.

ამომრჩეველთა განათლებას და პოლიტიკური პარტიების ნდობის პრობლემებს შეეხო  თეოლოგი, მუსლიმთა სამმართველოს მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე. „თუ დღეს ხელისუფლება ამომრჩევლების ხმებით მანიპულირებს, ეს ამომრჩეველთა პოლიტიკური გაუნათლებლობის შედეგია. თუმცა, სოციალური პრობლემებით დატვირთულ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების ნაკლებად სჯერათ, რადგან წინასაარჩევნო დაპირებები, ხშირ შემთხვევაში, დაპირებად რჩება და, ბუნებრივია, რომ ამომრჩეველი სრულად ენდობა თავისი მოძღვრის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს“.

შეხვედრის ერთ-ერთი სენსიტიური თემა იყო რელიგიის როლი ქალების პოლიტიკური გაძლიერების საქმეში. „თაობათა ცვლასთან ერთად იცვლება საზოგადოების მოთხოვნები და დამოკიდებულება გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. რელიგიურმა კონფესიებმა, საკმაოდ მკაცრი ჩარჩო შეხედულებების პირობებში, ფეხი უნდა აუწყონ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. რელიგია არ უნდა გვევლინებოდეს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ იარაღად და სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, უნდა ზრუნავდეს სამოქალაქო საზოგადოებაში ქალების გაძლიერებაზე. რელიგიურმა კონფესიებმა ხელი უნდა შეუწყონ ქალების წინსვლას და მათ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში“ - აღნიშნა ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  წევრმა ეკა ნინიძემ.

დისკუსიის ბოლოს, დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კვლავ გამართონ ამ საკითხზე დისკუსია. ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად, თავად შეაფასონ არჩევნების მიმდინარეობის პროცესი და სახელმწიფოსა და რელიგიური კონფესიების გავლენა მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა