centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა თელავში ქალი კანდიდატების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ

28 ივლისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებში ქალი კანდიდატების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა მაკა მოსიაშვილი, ქრონიკა +“ ჟურნალისტი, რომელმაც ისაუბრა ქალთა მონაწილეობაზე არჩევნებში და ამ პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას და ამ თემის წინა პლანზე წამოწევას. მომხსენებელმა წარადგინა მონაწილეებისთვის საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია არჩევნებში ქალთა მონაწილეობის შესახებ. „2016 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, ქალი მაჟორიტარობის კანდიდატების საერთო რაოდენობა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა. 2012 წელს მაჟორიტარობის კანდიდატი ქალი 14% იყო, ხოლო 2016 წელს – 17%. ბოლო არჩევნებზე პარტიულ სიებში 31% ქალი შევიდა, ხოლო 2016 წელს – 37%. ყველასთვის ცნობილია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალი -  32% ჰყავდა საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო კვალიფიციური და/ან წამყვანი პარტიისა და ბლოკის სიებში დეპუტატობის ყველაზე ცოტა ქალი კანდიდატი მმართველ პარტიაქართული ოცნებადემოკრატიულ საქართველოსადა ყოფილ მმართველ პარტიაერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა. ამ პარტიების სიებში ქალი კანდიდატები სულ შვიდ-შვიდი პროცენტითაა წარმოდგენილი. ჯერ კიდევ უცნობია  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების ვინაობა, მაშინ, როცა წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად გამოცხადდა ივლისიდან“, - აღნიშნა მაკა მოსიაშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ კახეთის კოორდინატორმა ნიკოლოზ შარვაშიძემ ისაუბრა ქვოტირების მნიშვნელობაზე, როგორც დროებით მექანიზმზე, რაც უზრუნველყოფს მეტი ქალი პოლიტიკოსის ჩართვას საჯარო სივრცეში.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების,  თვითმმართველობის, მედიის წარმომადგენლები და ადგილობრივი აქტიური მოქალაქეები.

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა