centers for civic engagement
English
Home 

ტრენინგი საარჩევნო საკითხებზე ახალციხეში

27 ივლისს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ცვლილებებზე საარჩევნო კოდექსში. მასში მონაწილეობდნენ ნინოწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები და ქალაქ ახალციხის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ტრენინგს უძღვებოდნენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონული კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილი და ტრენერი თეა თედლიაშვილი.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, საარჩევნო ადმინისტრაციის, წინასაარჩევნო პერიოდში  ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტის შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მივიღეთ ინფორმაცია. საკითხების ჩამონათვალი ვრცელია, მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენება, ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს თანამდებობრივი მდგომარეობის  გამოყენებად, სახელმწიფო პროგრამების საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოყენების მაგალითები, ასევე საინტერესო იყო ტრენინგის დასასრულს ტრენერების მიერ შემოთავაზებული ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ კაზუსების განხილვა“, - აღნიშნა ტრენინგის მონაწილემ, ქალაქ ახალციხის  მაცხოვრებელმა ზვიად მერაბიშვილმა.

ნინოწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრების თქმით, მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების სხავადასხვა ასაკის წარმომადგენლებისთვის ამ სახის ტრენინგების გავლა მათთვის გასაგებ ენაზე, რადგან ამით გაიზრდება მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა