centers for civic engagement
English
Home 

საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა ახალციხეში

11 ივლისს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრ გაიხსნა. ცენტრის გახსნას  ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენდამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია მედიაცენტრის პროექტის და წინა წლის სტატისტიკის შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ადგილობრივი აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებას და ჩანიშვნ  წინასაარჩევნო პერიოდში მედიაცნეტრში კანდიდატებს შორის  დებატების გასამართად.

„პირველი,  რასაც ყველა კანდიდატს ვკითხავდი, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხია. საინტერესოა, რა მოსაზრება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რას მოუტანს თემის და ქალაქის შეერთება თვითმმართველობას“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა ჯაბა ნათენაძემ.

იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა დავით ზარიძემ და ფოტოგრაფმა სერგეი ფიდანიანმა ყურადღება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს. 
„ორი დღის დაგებული არ იყო ასფალტი, რომ აყარეს და კანალიზაციის გაკეთება დაიწყეს. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს, საინტერესოა, რა გეგმა ექნებათ ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით კანდიდატებს?“, - დაინტერესდა სერგო ფინდაიანი.

დავით ზარიძეს აზრით, უნდა არსებობდეს ქალაქის განვითარების საერთო გეგმა და  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც და თვითმმართვლობაც მიმდინარე სამუშაოებს მის თანახმად უნდა  ახორციელებდნენ. „თუ ეს წესი დაამკვიდრეს, გადათხრილი ქუჩები აღარ გვექნება“, - დასძინა მან.

ახალციხელმა მოქალაქემ გურამ სუდაძემ და სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა მაისურაძემ ქალაქში სპორტის განვითარებაზე ისაუბრეს. 
„ახალციხეში ბოლო დროს ბევრი მოტოციკლი და კვადროციკლი გამოჩნდა, მაგრამ არ არის ტერიტორია, სადაც ახალგაზრდები ივარჯიშებენ. თუ მათ განვითარების საშუალება მიეცემათ, ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ და ახალციხეს ასახელებენ“, - განაცხადა გურამ სუდაძემ.

გელა მაისურაძე კი სამცხეჯავახეთის რეგიონული ფეხურთის აკადემიისთვის თვითმმართვეობას ფინანსურ დახმარება და სტადიონისთვის ადგილის გამოყოფა  მოსთხოვმისი თქმით, მთავარი პრობლემა მაინც სტადიონის არარსებობაა.ქალაქში არსებული სტადიონი   მძლეოსნობის ფედერაციას ეკუთვნის. ამიტომ, როცა ამ სტადიონით ვსარგებლობთ, მის დახაზვასა და მოწყობაში ფულს ვიხდით, რაც ვალად გვაწვება. ამის გამო სავარჯიშოდ სოფელ პამაჯში დავდივართ. ამ დროს ქალაქში მიწები ძალიან იაფად იყიდება. ან მოგვყიდონ, ან გადმოგვცენ სტადიონისთვის ტერიტორია“. 
შეხვედრაზე მყოფ ახალგაზრდებ თვითმმართველობის მიერ ქალაქში განხორციელებულ გასართობ ღონისძიებებ შეეხნენ. „კულტურის სამსახურს ხშირად აქვს გასართობი ღონისძიებები, მაგრამ ისინი უინტერესოა ახალგაზრდებთვის. შეიძება, ცდილობენ, მაგრამ საინტერესო არ გამოსდით. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მცირე გრანტებს გამოაცხადებენ და მათი განხორციელების უფლებას ჩვენ მოგვცემენ. ამის მერე საწუწუნო აღარ გვექნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება“, – თქვა ახალციხელმა ახალგაზრდამ ალექსი ბერიძე
მოქალაქე გრიშა მინასიანი დაინტერესდა, შეცვლის თუ არა მომავალი მერი საპატიო ახალციხელების შერჩევის წესს: „ახლა იმას ირჩევენ, ვისთანაც ახლოს არიან და უნდათ, რომ რაღაცა სიკეთე გაუკეთონ. ასე აღარ უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ დაწესდება სხვადასხვა ნომინაციები, მაგალითად, ბიზნესის ან ხელოვნების სფეროებში“. 
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძის აზრით, თვითმმართველბის მუშაობაში მოქალაქეების ჩართულობის მიზნით  გარკვეული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს: „მოსწავლეები და სტუდენტები მომავალი საჯარო მოხელეები და გადაწყვეტილებების მიმღები პირები არიან. მათთვის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ტრენინგებს ატარებს.  ვფიქრობ, ამ მიმართულებით თვითმმართველობამაც უნდა იმუშაოს. ამიტომ საინტერესო იქნება, გავიგოთ, რას ფიქრობენ კანდიდატები ამის შესახებ“.

თვითმმართველობის მუშაობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის კოორდინატორმა ედუარდ აივაზიანმა: „ახალციხეში 35% სომეხი ცხორობს, მერიაში კი სულ ოთხი სომეხი მუშაობს. ვკითხავდი კანდიდატებს, თუ რას აპირებენ ამ კუთხით“. 

შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობში მიმდიანარეობდა. დაისვა შეკთხვები ეკოლოგიის, სოციალური პროექტებისა და ტურიზმის განვითარების შესახებაც. ყველა ამ შეკითხვას მედიაცენტრის წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატებთან გამართულ ბრიფინგებზე დასვამენ. 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა