centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში რეგიონში მცხოვრებ სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთათვის

25 ივლისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო პროცედურებზე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთათვის, რომელსაც ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ქუთაისში, წყალტუბოსა და სამტრედიაში მცხოვრები სმენადაქვეითებული მოქალაქეები. შეხვედრის მიზანი იყო სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა ინფორმირება საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ღონისძიებას ჟესტურ ენაზე თარგმნიდა მარგო სტურუა.

შეხვედრაზე მოწვეული იყო „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იმერეთის რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი, რომელმაც ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა არჩევნების დღეს კენჭისყრის და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურებზე. „არჩევნებში მონაწილეობის მიღება  თითოეული  მოქალაქის  ვალდებულებაა,  რადგან რაც  უფრო მეტია  აქტივობა, მით  უფრო  ნაკლებია  გაყალბების  შანსი“, - აღნიშნა თეონა გოგიშვილმა.

როგორც შეხვედრის მონაწილემ დათო ჯანაშიამ აღნიშნა, ისინი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან და ასეთი ტიპის შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მონაწილეებმა მადლობა გადაიხადეს შეხვედრაზე მოწვევისთვის და კვლავ მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს მსგავს, თუ სხვა ტიპის შეხვედრებში. 

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა