centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ოზურგეთში სოფელ ნატანების მოსახლეობასთან საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში

26 ივლისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სოფელ ნატანების მოსახლეობასთან საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში.

ნატანები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი სოფელია. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნატანები ერთ დეპუტატს ირჩევს. შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეების ინფორმირება საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის შესახებ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სოფლის პრობლემების იდენტიფიცირება.

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის ძირითად პრობლემებად უმუშევრობა, დასაქმების მწირი შესაძლებლობები და სოფლიდან მიგრაცია დაასახელეს, ისაუბრეს ასევე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, როგორიცაა ბუნებრივი აირით მომარაგების სამუშაოები, გზების შეკეთება და წყლის სისტემა. შეხვედრის მონაწილემ ვახტანგ ღლონტმა აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას, შესაძლოა, მსგავსი პრობლემები აწუხებდეს, თუმცა მისთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, გართობისა და თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობებიც მნიშვნელოვანია. მისთვის პრიორიტეტულ საკითხებს შორის ერთ-ერთი პირველი სოფელში მინიფეხბურთის მოედნების მოწესრიგებაა, რათა ახალგაზრდობას საშუალება ჰქონდეს, თავისუფალი დრო ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუთმოს. 

მონაწილეებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია 2017 წლის არჩევნებისთვის არსებული სიახლეების შესახებ. საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით მათ კითხვებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა უპასუხა.

შეხვედრის ბოლოს ერთ-ერთმა მონაწილემ თამაზ გელენიძემ გამოთქვა სურვილი, მიიღოს ინფორმაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრების, კონკრეტულად დისკუსიებისა და დებატების შესახებ. „თუ ჩემთვის საინტერესო თემა იქნება ან ჩვენი სოფლის შესახებ იქნება მსჯელობა, აუცილებლად ჩამოვალ, შეიძლება სიტყვა არ ვთქვა, მაგრამ ინფორმაციას მაინც გავიგებ“, - აღნიშნა მან.  

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა