centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან

25 ივლისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის მაგისტრი ალი ბადიროვი. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სოფელ აღმამედლოს მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევისა და საქმიანობის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები და სხვა.

„საკრებულოს წევრები კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით უნდა ირჩეოდნენ. ისინი ასევე კარგი რეპუტაციით უნდა სარგებლობდნენ ადგილობრივ მოსახლეობას შორის. კარგი იქნება, თუ მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიები გაითვალისწინებენ მოქალაქეების რეკომენდაციებს“, - აღნიშნა დისკუსიის მონაწილემ ნარგიზა მამედოვამ.

აღმამედლოს მაცხოვრებელმა სადათ ალიევამ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქამდე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არცერთი ქალი მაჟორიტარი წევრი არ ყოფილა, „ვიმედოვნებ, ახლადარჩეულ საკრებულოში ქალები და მამაკაცები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილნი“, - აღნიშნა სადათ ალიევამ.

„ძალიან კარგია მსგავსი ტიპის შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, რადგან ყველაზე მეტად მათი, როგორც მოქალაქეების, გააქტიურება არის საჭირო. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. შევეცადე, ყველა კითხვისთვის ამომწურავად გამეცა პასუხი როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენებზე, - აღნიშნა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დისკუსიის მომხსენებელმა ალი ბადიროვმა.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა