centers for civic engagement
English
Home 

დისკუსია ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქებისა და მოახლოებული არჩევნების შესახებ

24 ივლისს  „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრმა და ინტერნეტგამოცემა „TSpress.ge“-მა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად ჩაატარეს დისკუსია თვითმმართველი ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

დისკუსია, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ითვალისწინებდა საზოგადოებისთვის  ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა, ადგილობრივი არჩევნების წინ თვითმმართველი ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევები და თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გავლენა მოახლოებულ არჩევნებზე.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა, იურისტმა ლადო სანიკიძემ, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრისადა ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“- წარმომადგენლებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ექსპერტ   ირაკლი მელაშვილის შეფასებით,  ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით პრიორიტეტის სწორად განსაზღვრა ვერ მოხდება, რაც მომსახურების ხარისხის შემცირებას გამოიწვევს. მისივე თქმით, საკრებულოს და მერიას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ ვისი ინტერესი დააკმაყოფილონ უფრო მეტად - ქალაქის, თუ სოფლის მცხოვრებთა.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქალაქზე წამოვა ძირითადი თანხები და სოფლები დაიჩაგრება. ან პირიქით. ან პირიქით, თუ მაჟორიტარებმა მოახერხეს და თანხები სოფლებისთვის წაიღეს, მაშინ ქალაქი დაიჩაგრება. ასეთ ვითრებაში ყოველთვის ჯობია, ქალაქი და სოფელი ცალ-ცალკე იყოს და ცალკე დაიგეგმოს ბიუჯეტები. თუკი რაიმე ერთობლივი საქმიანობა აქვთ განსახორციელებელი, როგორც დასუფთავების სამსახური აქვთ ერთიანი, ასევე შეიძლება სხვა სამსახურების გაერთიანებაც“, - აღნიშნა ირაკლი მელაშვილმა. მისივე თქმით, შემცირდება გაერთიანებული მუნიციპალიტეტების დაფინანსებაც, რაც ნათლად გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს შეიტანს.

შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოცემული სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამიტომ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანებას  დაუჭირეს მხარი. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იქვე განაცხადა, რომ მოსალოდნელი ცვლილებებით ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმება არ არის დაგეგმილი.

შეხვედრის მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით ქალაქს განვითარების შესაძლებლობა წაართვეს.

იურისტის ლადო სანიკიძის განმარტებით, ზუგდიდის საკრებულო არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივ დონეზე, როგორც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, კანონს ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, ამაზე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და არა უფრო მაღალი თანამდებობის პირების მითითებით მოხდეს ამ გადაწყვეტილებების გაუქმება.

შეხვედრის ბოლოს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა წარმოადგინა არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებების  ამსახველი ფოტომასალის გამოფენარომლის მიზანი იყო ამომრჩევლის მიერ პარალელების გავლება 2014 და 2017 წლების თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდებს შორის და ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის წახალისება არჩევნებში.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა