centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა გორში საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ

20 ივლისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მას ესწრებოდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რიგითი ამომრჩევლები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიების, არასმთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრას უძღვებოდნენ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც  ისაუბრეს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, წინასაარჩევნო აგიტაციაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, საარჩევნო პროცედურებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.

შეხედრაზე ხაზი გაესვა ერთი ხმის მნიშვნელობას  გადაწყვეტილების მიღების  პროცესში და, შესაბამისად, თითოეული ამომრჩევლის აქტიურობის აუცილებლობას.

იძულებით გადაადგილებული პირის ფიქრია მარუაშვილის კითხვაზე, თუ რამდენი სახის ბიულეტენი იქნება 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სპიკერებმა უპასუხეს, რომ ამომრჩევლებს სამი სახის ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევთ: პროპორციული, მაჟორიტარული და ქალაქის მერის.

შევხედრაზე დისკუსია გამოიწვია თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილმა ცვლილებებმა შვიდ თვითმმართველ ქალაქში.

„ასეთი სახის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩართული პირისთვის, რათა ყველამ კარგად გაიაზროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობა და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტსაბჭოს წევრმა.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა