centers for civic engagement
English
Home 

სემინარი საარჩევნო თემატიკაზე ბათუმში

21 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სემინარი თემაზე: არჩევნების დღე და საარჩევნო პროცედურები, რომელშიც მონაწილეობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები. სემინარს უძღვებოდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურისტი ფრიდონ ბათნიძე.

,,არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის ფორმირების პროცესი.  ქვეყანამ დიდი რესურსი და დრო უნდა დახარჯოს, რომ შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი მონაწილეობით ქვეყნის წინსვლა გააძლიეროთ“, - აღნიშნა ფრიდონ ბათნიძემ.

,,გარკვეულწილად, ვიცი ჩემი საარჩევნო უფლებების შესახებ, თუმცა, სრულყოფილად არა. ეს ჩემი პირველი არჩევნებია და აუცილებლად ვაპირებ ხმის მიცემას. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა. დემოკრატიული მმართველობაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ ხალხის ნებით უნდა იმართებოდეს სახელმწიფო.  თუ მოქალაქე არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ის დაკარგავს შესაძლებლობას, შეცვალოს რაღაც უკეთესობისკენ“, - განაცხადა მარიზა ქედელიძემ ხულოს მუნიციპალიტეტიდან.

,,ქედის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ხმის მიცემით მთავრდება მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ეს შეხვედრა ძალიან დაგვეხმარება მოტივაციის გაზრდაში, რომ არა მარტო განვახორციელოთ საარჩევნო ხმის უფლება, არამედ აქტიურად ჩავერთოთ თვითმმართველობის მუშაობის პროცესებში, დავარწმუნოთ საკრებულოს ახალი მოწვევის წარმომადგენლები, რომ ეს არის ხალხის მმართველობა, რომელიც ხალხისთვისვე სასარგებლოდ უნდა იყოს მიმართული და არა მხოლოდ კაბინეტის დონეზე დარჩეს“, - აღნიშნა თორნიკე თავდგირიძემ ქედიდან. 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სემინარზე მიღებულ ცოდნას ისინი თავიანთ სოფლებში გაავრცელებენ.

აგვისტოში დაგეგმილია მსგავსი სემინარის ჩატრება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის.

 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა