centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთათვის რუსთავში

15 ივლისს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა  საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო პროცედურებზე ქვემო ქართლში მცხოვრებ სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთათვის. შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ფილიალის იურისტმა გვანცა საკანელაშვილმა. მან ისაუბრა არჩევნების დღეს კენჭისყრის და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონით გათვალისწინებულ  პირობებზე ხმის მიცემის დროს და საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა მიერ საკუთარი თავის მოძებნის საშუალებებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავსა და გარდაბანში მცხოვრები სმენადაქვეითებულები. შეხვედრას ჟესტურ ენაზე თარგმნიდა სურდოთარჯიმანი ლელა მელაძე.

დამსწრეებმა მიიღეს პასუხები მათთის საინტერესო შემდეგ შეკითხვებზე: შეზღუდული შესაძლებლობა არის თუ არა არჩევნებში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება; რა უნდა მოიმოქმედოს ამომრჩეველმა, თუ ის საარჩევნო სიაში თავის თავს ვერ იპოვნის; საინფორმაციო ბარათი თუ არ მიუვიდა ამომრჩეველს, ეს ნიშნავს თუ არა ავტომატურად იმას, რომ ამომრჩეველი არაა საარჩევნო სიაში; ვინ ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და რა რიცხვში ტარდება ის; შეიძლება, თუ არა ხმის მიცემა 20:00 სთ-ის შემდეგ; სასურველი კანდიდატი ბიულეტენში ამომრჩეველმა აუცილებლად უნდა შემოხაზოს, თუ საკმარისია მხოლოდ კანდიდატის სახელის გასწვრივ X-ის დასმა და სხვ.

„რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებს. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს საინტერესო მოსაზრებები. ჩვეულებრივ, თარჯიმნის გარეშე, ინფორმაციის მიღება ჩვენთვის შეზღუდულია. ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ, უმნიშვნელოვანესია“,  - აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ მზია გრიგალაშვილმა.   

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა