centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა საგარეჯოში სოფელ უდაბნოში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან

11 ივლისს საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან სვანეთიდან მათი პრობლემების იდენტიფიცირების და ამ საკითხების პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენის მიზნით  წინასაარჩევნო პერიოდში.

შეხვედრის მონაწილეეებმა ისაუბრეს და დაასახელეს უდაბნოს თემის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, რომლებიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია.  ესენია: ოფლის გაზიფიცირება; სოფელში შიდა გზებისა და ტროტუარების მოუწესრიგებლობა; მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი; სტიქიური ნაგავსაყრელი სოფელში და სანაგვე ბუნკერების არარსებობა; კანალიზაციის მოუწესრიგებლობა; სარწყავი წყლის არარსებობა; დაბინძურებული ტბის გასუფთავება; სკვერის ტერიტორიაზე გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა/გაუმჯობესება; ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა (მინი სტადიონი, სპორტული ინვენტარი).

საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აღნიშნულ პრობლემებს წარუდგენს პოლიტიკურ პარტიებს,  მოისმენს მათ ხედვებს პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით და შემდეგ გააცნობს სოფელ უდაბნოში მცხოვრებ ეკომიგრანტებს.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა