centers for civic engagement
English
Home 

საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა ოზურგეთში

11 ივლისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევებთან დაკავშირებით საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა. მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში ანა გახოკიძემ და საია-ს გურიის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს 2016 წლის არჩევნების დროს გურიაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ და გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მოხდეს.  თემებში აქტუალური საკითხებიდან გამოიყო რწმუნებულების ინსტიტუტის გაძლიერება კვალიფიციური საკადრო პოლიტიკის წარმოებით,  ქალაქის განაშენიანების გეგმის შედგენა, გენდერული ბიუჯეტირება და ქალთა მხარდაჭერის პოლიტიკა თვითმმართველ ორგანოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის პოლიტიკა და სხვა.

დისკუსიის ბოლოს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგელმებმა გამოთქვეს მზადყოფნა  საარჩევნო მედიაცენტრის ღონისძიებებში ჩართვაში და ისაუბრეს მის მნიშვნელობას და აუცილებლობაზე რეგიონებში. „მედიაცენტრი  გამჭვირვალობის და დემოკრატიის ერთგვარი ფანჯარა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს, იყვნენ გახსნილები, იდგნენ ამომრჩევლის პირისპირ და იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა მათ მიმართ“, - აღნიშნა საქართველოს ლეობორისტული პარტიის წევრმა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა ნათია შარაშენიძემ.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა