centers for civic engagement
English
Home 

საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა ქუთაისში

11 ივლისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი ოფიციალურად გაიხსნა და შედგა დისკუსია საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონებიდან, მოქალაქეები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

დემოკრატიული ცენტრის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საარჩევნო მედიაცენტრის დანიშნულება და ის შესაძლებლობები, რომელთაც მედიაცენტრი სთავაზობს მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებს. წარმომადგენლებმა ისაუბრეს ღონისძიებებზე, რომლებიც წინასარჩევნოდ და შემდგომ პერიოდში განხორციელდება, და ცენტრის მუშაობის რეჟიმზე არჩევნების დღეს.

ცენტრის თანამშრომლებმა საზოგადოებას გააცნეს, როგორც  ქუთაისის, ასევე ათივე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიღწევები და სტატისტიკური მონაცემები წინა არჩევნებთან, განსაკუთრებით კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მოწვეულმა სპიკერმა   ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრა საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ორი მოსმენითაა მიღებული.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეკითხვები, ძირითადად, ეხებოდა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალ წესს, ცვლილებებს მედიის მიერ საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქების, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით  და ა.შ. 

უკან დაბრუნება  
თებერვალი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა