centers for civic engagement
English
Home 

საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა გორში

11 ივლისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო მედიაცენტრი გაიხს. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასმთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრის ფარგლებში გაწეულ სამუშაოს, სტატისტიკას და მუშაობის სპეციფიკას ეხებოდა. საარჩევნო მედიაცენტრი საკუთარ სივრცესა და ტექნიკურ რესურსს პოლიტიკურ დებატებს, საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციებსა და სპეციალურ ბრიფინგებს დაუთმობს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი არჩევნების პერიოდში დიდ როლს ასრულებს და ის მნიშვნელოვანი შენაძენია როგორც პარტიებისთვის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და, ქალაქისთვის, ზოგადად. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის აზრით, სასურველია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა ერთდროულად წარუდგინონ ამომრჩეველს თავიანთი პროგრამები, რათა ამომრჩეველს გაუადვილდეს მათი შედარება“.

შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო ერთ-ერთი მთავარი საკითხის განხილვას - რა უპირატესობები ან დაბრკოლებები იქნება მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემთხვევაში, რადგან ცვლილება ჯერ არ შესულა ძალაში და ეს ფაქტი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ძალიან ბევრ კითხვას და სირთულეს აჩენს.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა