centers for civic engagement
English
Home 

საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა თელავში

11 ივლისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნა. შეხვედრის მიზანი იყო მედიაცენტრის პრეზენტაცია და მის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა. ცენტრის კოორდინატორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მედიაცენტრის მუშაობის სპეციფიკა და გეგმები, შეაჯამა და მონაწილეებს წარუდგინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მედიაცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემებები. შეხვედრის მონაწილეებმა გააკეთეს ადგილობრივი აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება, რაც ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფმა შეაგროვა, რათა მათზე დაყრდნობით დაიგეგმოს წინასაარჩევნო პერიოდში მედიაცენტრში კანდიდატებს შორის გასამართი დებატები და პრეზენტაციები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თელავის არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, თელავისა და გურჯაანის მედიის ჟურნალისტები, ასევე, ახმეტიან და სოფელ ყარაჯალიდან მოწვეული ახალგაზრდები. მოწვეულმა სპიკერმა მარეხ მგალობლიშვილმა, საია-ს თელავის ფილიალის ხელმძღვანელმა, ისაუბრა საიას  მიერ არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ პროექტებსა და ინიციატივებზე, რომლებშიც მნიშვნელოვანია საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების აქტიური ჩართულობა. მისი თქმით, ეს პროექტები ხელს შეუწყობს არჩევნების პროცესში ყველა მხარის ჩართულობას. მარეხ მგალობლიშვილმა ასევე ისაუბრა ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციაზე და პასუხი გასცა თვითმმართველობის მოწყობის ცვლილებებთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რაც უკავშირდება თელავის თემისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტების შეერთებას. 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა