centers for civic engagement
English
Home 

საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა მარნეულში

11 ივლისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნა.

ცენტრის თანამშრომლებმა წარადგინეს მოკლე პრეზენტაცია 2016 წლის საარჩევნო მედია ცენტრის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც მოხდა აქტუალური საკითხების შეგროვება სამოქალაქო სექტორიდან კანდიდატებისთვის წარსადგენად და მომავალი შეხვედრების ჩასატარებლად. დისკუსიას მოდერაციას უწევდა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი.

დისკუსიის განმავლობაში აუდიტორიის მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები მარნეულის მედია ცენტრის საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, ცენტრში ჩატარებული ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია ფეისბუქის გვერდის მეშვეობით და ასევე, მედიაცენტრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მომზადებული ნიუსების თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის აჰმედ იმამყულიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობის ჩართვა დისკუსიებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე პარტიის კანდიდატის ერთდროულად ვიზიტი სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად. „მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაუწიონ ორგანიზება“, - აღნიშნა აჰმედ იმამყულიევმა.

მარნეულის სათემო რადიოს დირექტორმა კამილა მამედოვამ ყურადღება გაამახვილა პარტიებსა და მედია საშუალებებს შორის არსებულ კომუნიკაციის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ყველა პარტიამ გამოყოს მედიასთან საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ინფორმირებაზე.

დისკუსიის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატების კვალიფიკაციის პრობლემაზე. „კანდიდატი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში ღებულობს მონაწილოებას, უნდა ფლობდეს ელემენტარულ ცოდნას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ეს ასე არ ხდება და საკრებულოს წევრები ისე ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილების ვადას, რომ არ იციან, რა იყო მათი საქმიანობის მიზანი“, - აღნიშნა ნინო ბერიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა.

დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების კვალიფიკაციის პრობლემაზეც, რამაც, მათი აზრით, მნიშვნელოვნად შეაფერხა გასული არჩევნების მიმდინარეობის პროცესი.

დისკუსიის მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი პარტიის ლიდერები შეახვედრონ მოსახლეობას. „საარჩევნო პროგრამები არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე უნდა დაიბეჭდოს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს მათი გაცნობის და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალება“, - აღნიშნა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაურ ხალილოვმა.

მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარემ ოლგა ენდელაძემ დაასახელა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც აუცილებელია მარნეულის საარჩევნო მედიაცენტრმა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით შეხვედრები ჩაატაროს, ესენია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, სოციალური პოლიტიკა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატია.

დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ მარნეულის მედიაცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა