centers for civic engagement
English
Home 

საარჩევნო მედიაცენტრის გახსნა რუსთავში

11 ივლისს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის და გარდაბნის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. ასევე, აქტიური მოქალაქეები.

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეები გაეცნენ წინა წლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან არსებული საარჩევნო მედიაცენტრების  სტატისტიკას.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ  მედიაცენტრი საუკეთესო საშუალება და რესურსია მათთვის, რაც წინა წლების გამოცდილებამაც დაადასტურა.  პოლიტიკური პარტია „ევროპული დემოკრატების“  წარმომადგენლის გოჩა ომაიძეს თქმით, არსებული პრაქტიკა წელსაც უნდა გაგრძელდეს და მოეწყოს  ბრიფინგები და დებატები მერობის კანდიდატებთან, რათა ამომრჩევლები უკეთ გაეცნონ მათ წინასაარჩევნო პროგრამებს და ხედვებს.

შეხვედრის მეორე ნაწილში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გვანცა საკანელაშვილმა მონაწილეებს გააცნო საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები და ისაუბრა დაგეგმილ ცვლილებებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ საფრთხეებზე და რისკებზე, რომლებიც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას მოყვება. ასევე, საუბარი შეეხო მაჟორიტარული და პროპორციული არჩევის წესს. 

უკან დაბრუნება  
თებერვალი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა