centers for civic engagement
English
Home 

შშმ პირთა პრობლემების განხილვა გორში

27 ივნისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის (შშმ) შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო შშმ პირთა პრობლემების დადგენა და მათი მიწოდება გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ირინა ობოლაძე, სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი მარინა მამულია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მედია და შიდა ქართლის რეგიონის კასპის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტების შშმ პირები.

შეხვედრაზე  შშმ პირების მიერ გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელთაგან ყველაზე მნიშნელოვანი ადაპტირებული გარემოა. უსინათლოებმა ყურადღება გაამახვილეს მათ მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ ფაქტებზე, რომელთა შორისაა საბანკო მომსახურების მათთვის მიუწვდომლობა.

„დაბადებიდან უსინათლო ვარ. ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკში შეზღუდული მაქვს. მეუბნებიან, რომ რადგან ხელის მოწერა არ შემიძლია, მომსახურებით ვერ ვისარგებლებ. ბანკი კერძო კომპანიაა და კანონში უნდა იყოს რაიმე მექანიზმი, რომელიც   შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის ვალდებულებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ დავით გურგენიძემ.

„წარმოდგენილ ქეისებს შორის ნამდვილად იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები. ჩვენ აღნიშნულ პრობლემას ძალიან კარგად ვიცნობთ და ამას ყოველწლიურად საპარლამენტო ანგარიშებში ვაქვეყნებთ. ვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობას, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ვაძლევთ მათ რეკომენდაციებს. დღევანდელი შეხვედრა დაგვეხმარა ახალი პრობლემების გამოკვეთაში, რაზეც უახლოეს მომავალში ვიმუშავებთ“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ირინა ობოლაძემ.  

შეხვედრაზე ქ. გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მანველიშვილმა აღნიშნა, რომ  მერია ცდილობს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს შშმ პირთა პრობლემები. საფეხმავლო ტროტუარები ცენტრალურ ქუჩებში უკვე ადაპტირებულია. ერთ-ერთ შშმ პირს მერია დაეხმარა და საცხოვრებელ კორპუსში დაუმონტაჟა ლიფტი. ასევე, სოციალურ სამსახურს აქვს რამდენიმე სპეციალური პროგრამა მათ დასახმარებლად.

სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა მარინა მამულია დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი ჰქონდა გორში „საქართველოს ბანკის“ ფილიალის თანამშრომელთან ადაპტირებასთან დაკავშირებით. ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა, ფილიალებიდან ერთ-ერთი სრულად ადაპტირებული გახადოს შშმ პირებისთვის. თუ რომელ ფილიალს გახდიან ადაპტირებულს, ამის არჩევანს თავად შშმ პირებს უტოვებს. შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ გონივრულია ქალაქის ცენტრში მდებარე ფილიალის მოწყობა და ამ ინფორმაციას  აუცილებლად მიაწვდიან ბანკს.

მერიის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ მერიაში უკვე დასაქმებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირი და მერია მზად არის, კვლავ დაასაქმოს და გადაამზადოს პროფესიით ქიმიკოსი შშმ პირი მისთვის ადაპტირებულ გარემოში. აღმოჩნდა, რომ შეხვედრას ესწრებოდა მერიისთვის სასურველი კადრი, ეტლით მოსარგებლე გულიკო მელიქიძე. მასთან მოლაპარაკებას დასაქმების თაობაზე მერია ინდივიდუალურად გააგრძელებს.

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა