centers for civic engagement
English
Home 

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების გაცნობა საგარეჯოში

27 ივნისს საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  თანამშრომლები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების იურისტმა თამარ ტაბატაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია რეფერირების პროცედურების შესახებ და ისაუბრა იმ იურიდიულ ასპექტებზე, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება ბავშვთა დახმარება.

„ბავშთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია, მაგრამ ამის სწორი შეფასება არ ხდება როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების მხრიდან, რაც, ხშირად, განათლების დაბალი დონით აიხსნება. ზოგიერთი მშობლის აზრით, მას უფლება აქვს, ისე მოექცეს თავის შვილს, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ და ეს არავის საქმე არ არის. ამ მიდგომით სოციალურ მუშაკებს გვიჭირს როგორც შემთხვევების გამოვლენა, ისე პროცესების სწორი მართვა“, - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების სოციალურმა მუშაკმა ნათია კევლიშვილმა. მისივე აზრით, ასეთი შეხვედრები უნდა იმართებოდეს სკოლის პედაგოგებთან, რადგან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ სკოლის პედაგოგების ცოდნა არ შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც პედაგოგები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას  ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ ან აძლევენ ამ პროცესს არასწორ შეფასებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა დაგეგმა მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება სკოლის პედაგოგებთან.

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა