centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა საგარეჯოში საარჩევნო საკითხებზე

23 ივნისს საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე, რომელსაც ესწრებოდნენ ამ თემით დაინტერესებული მოქალაქეები.

შეხვედრას უძღვებოდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ტრენერი თინა სიბაშვილი, რომელმაც აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მნიშვნელობის, ძირითადი პრინციპების, საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო უფლების, ხელისუფლების შტოების, წინასაარჩევნო პერიოდის და საარჩევნო დღის მიმდინარეობის შესახებ. ტრენერმა, ასევე, ისაუბრა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე და თვითმმართველობის არჩევნების  ჩატარების სისტემაზე.

შეხვედრის მონაწილის ნათია ფირყულაშვილის აზრით, ასეთ შეხვედრებს საზოგადოებისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, რადგან ბევრი ისეთი ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომელიც ამომრჩეველს დაეხმარება გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში.   

მეორე მონაწილის მარიამ კოხტაშვილის აზრით, საზოგადოების ინტერესი, ძირითადად, მიმართულია არჩევნების დღეზე. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს  არჩევნების შედეგებზე.  ამის მიზეზი  საზოგადოების დაბალი  ინფორმირებულობაა და პრობლემის აღმოსაფხვრელად კიდევ მეტი ღინისძიებებია გასატარებელი. 

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა