centers for civic engagement
English
Home 

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული გორში

20 ივნისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ის მიზნად ისახავდა ახალგარზდებისთვის ცნობიერების ამაღლებას ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. შეხვედრას  უძღვებოდა . გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ნიკა კარელიძე, რომელიც ახალგაზრდებს ესაუბრა მზის ელექტროენერგიის წარმოებაზე, დამოუკიდებელი მზის ფოტო ელექტროსისტემებზე, მზის თერმულ სისტემებზე, ქარის ელექტროენერგიის წარმოებასა და მის ტექნოლოგიებზე, განახლებად ენერგიაზე და ..

შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცნენ მერების შეთანხმება, დოკუმენტ, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის ინიციატივით და  წარმოადგენგლობალური საფრთხეების, მათ შორის, კლიმატის ცვლილების თავიდან ასარიდებლად. აღნიშნული შეთანხმება მასში გაწევრიანებული ქალაქების ხელმძღვანელობას კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხიმგებლობებს აკისრებს. 2010 წლის 30 მარტს . თბილისი ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის ქვეყნების დედაქალაქებიდან პირველი შეუერთდამერების შეთანხმებას. 2012 წელს კი მას გორის მერიამაც მოაწერა ხელი. ამ ინიციატივის მიზანია  ევროპის ქალაქებში სათბური აირების CO2-ის 20%-ით შემცირება 2020 წლისთვის. 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის შემდეგაც მონაწილეებმა რეკომენდაციების სახით ჩამოაყალიბეს საქართველოში გასატარებელი საჭირო ღონისძიებები  ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგომოხმარების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით:

  • მიღებულ უნდა იქნას კანონი მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის შესახებ;
  • უნდა ჩატარდეს საგანმანათლებლო კამპანია სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან;
  • ცვლილებები შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაში ადგილობრივი თვითმართველობებისთვის მდგრად ენერგომოხმარებისა და ენერგოეფექტურობის სფეროების კომპეტენციების გაზრდის მიზნით;
  • გაგაძლიერდე შესაბამისი სამინისტროები და სხვა ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და ნარჩენების მართვის სექტორებში.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ ენერგიის პრაქტიკაში გამოყენებით  და დაგეგმეს ექსკურსია . გორში არსებულ ქარის ელსადგურზე, რათა ადგილზე გაეცნონ ენერგიის პრაქტიკაში გამოყენებას.

მსგავს  შეხვედრებს ხშირი ხასიათი უნდა მიეცეს, რადგან ასეთ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება  მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. პირადად მე ძალიან ბევრი სიახლე შევიტყვე ამ შეხვედრაზე“, - აღნიშნა სტუდენტმა მარი ქოქაშვილმა.  

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა