centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა თელავში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ

20 ივნისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე, ადამიანის უფლებების დამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ.

შეხვედრა ჩატარდა პროექტისადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორისფარგლებში, რომელიცორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტისკანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

დისკუსიის მსვლელობისას სპიკერებმა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველმა თორნიკე დვალმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, იმ გარემოებებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რომლებმაც უბიძგეს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მიეღოთ ეროვნული სტრატეგია. აღინიშნა, რომ მიუხედავად საგრძნობი პროგრესისა, განსაკუთრებით, პოლიტიკურ-სოციალურ სფეროში, გამოწვევები კვლავ რჩება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგიონებში შეხვედრები, რათა რეგიონული და ადგილობრივი პრობლემატიკა უკეთესად იქნას გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების უფლებებს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. კერძოდ, როგორც თორნიკე დვალმა აღნიშნა, გასულ წლებში შშმ პირების პრობლემატიკა საზოგადოების ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. ახლა საკითხი მეტად შუქდება მედიაში, შეიცვალა ცნობიერება და მიდგომა პრობლემის მიმართ. თუ ადრე ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბრობდნენ, ახლა აქცენტი გადატანილია იმ გარემოს ცვლილებაზე, რომელიც ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობებს.

შეხვედრის მსვლელობისას თელავის დემოკრატიული ცენტრის წარმომადგენელი ლაშა ელერდაშვილი შეეხო 2014 წელს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მის ნაკლოვანებას, რომელიც კანონის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს ვერ აკისრებს პასუხისმგებლობას, ლგბტ იდენტობის მქონე პირთა უფლებებს და ქორწინების განმარტებას კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, „თავად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გარკვეული გარღვევა იყო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა ეს პრობლემატიკა დაგვენახა ქვეყანაში. დისკრიმინაციული მოპყრობა იკრძალება ყველა საფუძვლით და ეს არის ღია დაბოლოების დებულება, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ლგბტ იდენტობის ნიშნითაც აიკრძალოს დისკრიმინაცია“. მისი თქმით, გამოწვევები უდავოდ რჩება, თუმცა, შეინიშნება გარკვეული პროგრესი. მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს. მიმდინარეობს მუშაობა მოსამართლეებთან, პროკურორებთან და გამომძიებლებთან.  რაც შეეხება ქორწინების დეფინიციას, ამ საკითხზე კონსესუსი თავად ევროპის ქვეყნებშიც არ არის მიღწეული. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, თუ კონსტიტუცია პირდაპირ გამორიცხავს ერთსქესიანთა ქორწინებას, ნათელი უნდა გახდეს, რომ ეს არ ეხება ერთსქესიანთა პარტნიორობას. ეს უკანასკნელი კი, პარლამენტის და საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში შედის და მათ მიერ განსახილველი რეკომენდაციაა.

სხვა განხილულ საკითხებს შორის იყო პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები, ძალადობა ოჯახში, გენდერული თანასწორობა, გენდერული კვოტირება და ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, ბავშვთა უფლებები, სოციალურად დაუცველი პირებისთვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხი, ბინადრობის უფლების მოპოვებისა და ჩამორთმევის საკითხი, გადაადგილების თავისუფლება. 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა