centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა მარნეულში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესახებ

1 ივნისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე ადამიანის უფლებების დამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ.

შეხვედრა ჩატარდა როექტის ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორისფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

დისკუსიის მსვლელობისას სპიკერებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველმა თორნიკე დვალმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. ხაზი გაესვა რეგიონებთან შეხვედრის აუცილებლობას, რათა რეგიონალური პრობლემატიკა და ადგილობრივი გამოწვევები უკეთესად იქნას გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში. „ჩვენი მიზანია, მივიღოთ ინფორმაცია ადგილობრივი პრობლემების შესახებ, რათა გავაუმჯობესოთ აღნიშნული დოკუმენტი. ასევე, მნიშვნელოვანია, დავხვეწოთ არსებული საკანონმდებლო სივრცე, რაც დაგვეხმარება ევროინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

განხილვის საგანი იყო ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, გენდერული კვოტირებისა და გენდერული თანასწორობის საკითხი, ძალადობა ოჯახში, ადრეული და იძულებითი ქორწინების პრობლემატიკა. ყურადღება დაეთმო სახელმწოფოს მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტების დასაძლევად მიღებულ ზომებს, ქვემო ქართლში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის და კრიზისული ცენტრის გახსნის საჭიროებასა და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხს.

კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თამჯდომარემ ოლგა ენდელაძემ. მისი აზრით, საჭიროა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები გასცდეს საჯარო პოლიტიკის დისკუსიის ფორმატს, რომელიც მხოლოდ ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლება და უფრო მეტი ძალისხმევა მიიმართოს პრობლემის გახმაურებაზე, რეალურ დისკუსიებსა და შედეგებზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმაზე. სოფო ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა სახელმწოფოსთვის სახელმძღვანელო, ჩარჩო დოკუმენტის არსებობის აუცილებლობას და მნიშვნელობას. ამასთანავე, აღნიშნა რომ სასურველი ცვლილებების მისაღწევად საჭიროა კომპლექსური მიდგომა და სტრატეგიული დოკუმენტების მიღების პარალელურად საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

დისკუსიის დასასრულს საუბარი შეეხო სამართალდამცავი ორგანოების მიერ არამართლზომიერი ქმედებების ფაქტებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. როგორც სპიკერებმა აღნიშნეს, სამართალდამცავი ორგანოების გამართული და ეფექტიანი მუშაობა პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწოფოსთვის, რადგან მათზეა დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება, სისტემური დანაშაულის აღმოფხვრა და წარმატებული პრევენციული ღონისძიებების გატარება. ასევე, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლოს გამართული ფუნქციონირება და ყველა იმ  რეფორმის გატარება, რომლებიც ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის არსებობას შეუწყობს ხელს. 

უკან დაბრუნება  
ნოემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა