centers for civic engagement
English
Home 

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ქუთაისში- დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

2012 წლის 27 ივლისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ქუთაისში“.

უკანასკნელ პერიოდში, ქუთაისის მიმართ ტურისტების ინტერესი სულ უფრო იზრდება. ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავდა ტურიზმის განვითარების სპეციალური პროგრამა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ფართო ფენებისათვის არ არის ცნობილი.

შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა ტურიზმის განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და ამ კუთხით არსებული გამოწვევებისა და პრობლემური საკითხების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა, სასტუმროებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჭრელაშვილმა გამართა პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქალაქის განვითარების გრძელვადიანი მიზნები: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ენერგეტიკული პოტენციალის ზრდა, ახალი სამშენებლო, კულტურისა და დასვენების ზონების შექმნა. მან ასევე წარმოადგინა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ აღრიცხული ვიზიტორების სტატისტიკური მონაცემები.

შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებმა ტურ-სააგენტოებს შესთავაზეს მონაწილეობის მიღება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში. დამატებით, მათ გამოთქვეს სურვილი უზრუნველყონ ტურ-სააგენტოები უფასო სტენდებით და ჩაატარონ შესაბამისი ტრენინგები მომსახურეობისა და ტურიზმის სფეროში.

დისკუსიის მონაწილეებმა, ხაზი გაუსვეს ამ ტიპის შეხვედრების აუცილებლობას, რადგან მათი თქმით, ისინი არ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას ქალაქში მოქმედი ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების შესახებ. მათ ქალაქის თვითმმართველობას ასევე შესთავაზეს მასშტაბური ფორუმის ორგანიზება ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში მიმდინარე ღონისძიებების ცნობადობის გაზრდის მიზნით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალაქში არსებული სასტუმროების მენეჯერები, ტურისტული სააგენტოები და რიგითი მოქალაქეები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სასტუმროებსა და ტურისტულ ზონებში საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2014
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა