centers for civic engagement
English
Home 

წიგნის ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის’’ საჯარო კითხვა

4 დეკემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გენდერული ნიშნით ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა წიგნის ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის’’ საჯარო კითხვა და შემდგომი დისკუსია.
ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია, რომელიც 100 განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს. წიგნი გაფორმებულია 60 სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერ. წიგნი შერჩეული იქნა დამსწრე საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ გასაგები ენით და შთამბეჭდავი ილუსტრაციებით არის მოთხრობილი საინტერესო ამბები.
შეხვედა გაიმართა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ამორჩევით წაიკითხეს რამდენიმე განსაკუთრებული ქალის ისტორია.
კითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო შეხვედრის თითოეული წევრი. დისკუსიის დროს უფროსკლასელები შეეხნენ თემას იმის შესახებ, თუ რამდენად არის დღეს გენდერული თანასწორობა დაცული ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გენდერული თანასწორობა მარტო ქალის უფლებების დაცვას არ გულისხმობს. ერთერთმა მოსწავლემ განსხვავებული აზრი გააჟღერა. მან აღნიშნა: „XXI საუკუნეში ქალის უფლებები უკვე იმდენად არის დაცული, რომ მამაკაცები მათ ფონზე იჩაგრებიან გარკვეულ საკითხებში’’. ამას მოჰყვა დიდი გამოხმაურება მოსწავლეებს შორის. საბოლოოდ ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ქალბატონებს და მამაკაცებს ერთნაირი წვლილი მიუძღვით.
შეხვედრის მონაწილეებმა მოიყვანეს მრავალი ფაქტი ქართული რეალობიდან და გაიხსენეს ის ქართველი ქალებიც, რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დისკუსიაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ შეხვედრას.
უკან დაბრუნება  
იანვარი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა