centers for civic engagement
English
Home 

ადრეული ქორწინების შედეგები

გოგონათა ადრეული ქორწინება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს, 5 დეკემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ბათუმის ოფისში 16 დღიანი გენდერული კამპანიის ფარგლებში განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ბიოლის ფონდის აჭარის რეგიონალური კოორდინატორი ნატა იმედაიშვილი, აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ადრეულ ქორწინებად ითვლება ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის. მიუხედავად კლების ტენდენციისა, საქართველოში კვლავ მაღალია ადრეული ქორწინების მაჩვენებელი - ის უტოლდება მოლდოვეთისა და თურქეთის მაჩვენებელს და აჭარბებს მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის, მაჩვენებელს.

ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად  რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარებაზე ისაუბრა ნატა იმედაიშვილმა:

"პირველი, ეს არის კანონმდებლობის აღსრულება და მონიტორინგი; მეორე - გენდერული ნორმების ცვლილებებისკენ მიმართული ღონისძიებები და, მესამე, ინვესტირება ახალგაზრდებისა და მოზარდების განვითარებაში. მნიშვნელოვანია შევქმნათ მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის განათლების, დასაქმების შესაძლებლობები და დავეხმაროთ მათ გააცნობიერონ, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება არც გამოსავალია და არც მათი მომავალი ცხოვრების ერთადერთი ალტერნატივა. ჩვენ გვჯერა, რომ თუ დღეს გოგონებს ვასწავლით სიმამაცეს, მივცემთ ცოდნას მათი უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ, ისინი იქნებიან უფრო ძლიერები. თუკი დღეს შევძლებთ, რომ დავძლიოთ უთანასწორობა და ყველა მოზარდს მივცეთ განვითარების თანაბარი შესაძლებლობა, მოგებული დარჩება მთელი საზოგადოება. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ გამოკვლევის შედეგები დაეხმარება ქვეყანას, კიდევ უფრო უკეთესად დაგეგმოს მიზანმიმართული პოლიტიკა და ღონისძიებები საზიანო პრაქტიკების აღმოსაფხვრელად".

შეხვედრის მონაწილე სალომე ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ: "პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მასწავლებელთა კორპუსის გადამზადება, რომ მოახდინონ სწორი იდენტიფიცირება, კომუნიკაცია და რეაგირება, როდესაც ძალადობის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. არაერთხელ ყოფილა მასწავლებელი კრიტიკის ობიექტი, როდესაც ნაადრევ ქორწინებაში მის მონაწილეობაზე ყოფილა საუბარი. ნაცვლად იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო, შესაძლებელია უნებლიეთ ხელშემწყობი აღმოჩნდა".

დისკუსიის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 18 წლამდე ქორწინება საფრთხეს უქმნის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით გარანტირებულ მთელ რიგ უფლებებს. განათლებას უდიდესი როლი აქვს როგორც ბიჭების, ისე გოგონების წარმატებული მომავლისთვის და ადრეული ქორწინების გადავადების საფუძველიც ხდება.

უკან დაბრუნება  
მაისი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა