centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ გორის ოფისში - „ახალგაზრდული ფორუმი“

13 ივნისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ გორის ოფისში გაიმართა შეხვედრა, სტუდენტებსა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრის მიზანი იყო, ახალგაზრდებისათვის პროექტების, სტაჟირების შესაძლებლობების, სხვადასხვა ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრა ინიცირებული იყო გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სტაჟიორების: თამარ დავითაშვილის და ქეთევან მწითურიძის მიერ და განხორციელდა ცენტრის კოორდინატორების მხარდაჭერით. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ათზე მეტი არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაცია; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის დიმიტრი გოგიაშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება გაიარონ სტაჟირება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა მიმართულებით. ასევე სტაჟირება შესთავაზა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა, რომელმაც სტაჟირებასთან ერთად დასაქმების შესაძლებლობა გააცნო, რომელიც გულისხმობს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოკლევადიანი დამკვირვებლის პოზიციას.
ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, რომ დაიგეგმოს შეხვედრები, სადაც მათ ექნებათ საშუალება დააფიქსირონ თავიანთი აზრი და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის პროცესში. ქალაქ გორში არსებულმა ორგანიზაციებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ითანამშრომლონ ყველა იმ ახალგაზრდასთან, ვისაც სურს რომ იყოს აქტიურად ჩართული მისთვის საჭირო საკითხების მოგვარებაში.
ასევე მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია საზაფხულო ბანაკებისა და საზაფხულო სკოლების პროექტების პრეზენტაციამ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ბანაკი და აქტივობა განკუთვნილია, იძულებულ გადაადგილებულ პირთათვის და სოციალურად დაუცველი მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის.
ახალგაზრდებმა გააჟღერეს ინიციატივა ახალ საინტერესო პროექტზე, ეს არის ვებ-სივრცის შექმნა, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის ქალაქის მოსახლეობას. შეხვედრის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. მათ გამოხატეს საკუთარი აზრი, გამოთქვეს შეხედულებები, იდეები, ისაუბრეს პრობლემებსა თუ სამომავლო პერსპექტივებზე. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ გორის ოფისი პერიოდულად მოაწყობს შეხვედრებს ახალგაზრდებთან და არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მათ ჩართულობას ხელს შეუწყობს.
უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა