centers for civic engagement
English
Home 

"ფინანსური განათლება და ბანკებთან სწორი ურთიერთობა“ -საინფორმაციო შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში

14 ივნისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სახელწოდებით „ფინანსური განათლება და ბანკებთან სწორი ურთიერთობა“.
ღონისძიების მიზანი იყო მოსახლეობაში საბანკო სერვისებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.
რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებისას, როგორ ვიურთიერთობოთ ბაკნებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ისე, რომ ჩვენი უფლებები არ დაირღვეს, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი სწორად, ბანკებთან დავის შემთხვევაში ვის უნდა მივმართოთ და როგორ გადავწყვიტოთ პრობლემა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ტრენერმა ქეთევან ბალახაშვილი ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი გამოცდილება გაეჟღერებინათ და რეალურ შემთხვევებზე ესაუბრათ.
„არის შემთხვევები როდესაც ადამიანები გაუაზრებლად იღებენ სესხს და არ ფიქრობენ მის მიზნობრიობაზე, მსგავს მდგომარეობაში განსაკუთრებით ახალგაზრდები ვარდებიან, გარდა იმისა რომ ეს ყოველივე მათ ბიუჯეტზე ცუდად აისახება, ასევე ამის გამო უფუჭდებათ საკრედიტო ისტორია. ამიტომ მსგავის სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ინფორმირებულები იყვნენ მსესხებლები და აირიდონ თავი რიგი პრობლემებისგან“- განმარტეს შეხვედრის მონაწილეებმა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ტრენერთან ინდივიდუალური კონსულტაცია გაევლოთ.
 
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა