centers for civic engagement
English
Home 

ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტები და მათი განხორციელების პრაქტიკა საქართველოში - დისკუსია ბათუმში

1 ივნისს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტები და მათი განხორციელების პრაქტიკა საქართველოში. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს, როგორ აღიქმება მის მიერ კონვენციასთან შეუსაბამო ნაბიჯების გადადგმა და რა ემუქრებათ საქართველოში მცხოვრებ დაუცველ ბავშვებს. დისკუსიაზე ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში უკანასკნელ წლებში მომხდარი ცვლილებები და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები. დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ანა მდინარაძე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები.

ანა მდინარაძის განცხადებით: ,,საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად ერთიანი სტრატეგია არ არსებობს და მრავალი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ძალადობის მნიშვნელობისა და ფორმების დადგენა ბევრ მუშაობას მოითხოვს სამართალდამცავების მხრიდან, ვინაიდან ძალადობა სხვადახვა სახის არსებობს, მათ შორის: ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ემოციური. ერთობლივი მუშაობა ყოველივე აღნიშნულის სამართლებრივად დადგენას უზრუნველყოფს და შესაბამისად, კანონის სრულყოფილი მოქმედების გარანტს იძლევა“.

სტუდენტებმა ისაუბრეს მასწავლებელთა მხრიდან ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტებზე. მათი თქმით, აღნიშნულ ფაქტებს ხშირად არ მოსდევს სათანადო რეაგირება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თეა სურმანიძის აზრით: „სკოლებში ძალადობის შემცირების პოლიტიკა არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სანქციებს. სკოლებში უნდა მიმდინარეობდეს ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი და შემოღებულ იქნას შიდა განხილვის მექანიზმი, რაც დროულად აღმოაჩენს ძალადობის ფაქტებს და მათზე ადეკვატურ რეაგირებას უზრუნველყოფს“.

დისკუსიის დასასრულს შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა უფლებების გარანტირება მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულება არ არის. ბავშვების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პასუხისმგებლიანი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქმედით მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაში.

უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა