centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრები რეგიონებში: ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა

2018 წლის მაისში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ გორის, რუსთავისა და საგარეჯოს ოფისებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხატიძე და ირინა ფრუიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა ხატიაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა კვაჭაძე.
მომხსენებლებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ქალთა გაძლიერება, კვოტირების მნიშვნელობა და სტამბოლის კონვენცია, დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმები; ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანები და სამომავლო გეგმები.
ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრები ჩატარდა პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა