centers for civic engagement
English
Home 

სამოქალაქო კვირეული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით

21 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ საგარეჯოს ოფისში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებთან, თემაზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) კულტურული ცხოვრება; არჩევნები, ლიდერები, პარტიები. შეხვედრას უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი ირაკლი ირემაძე და ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე.
21-დან 25 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან“ პარტნიორობით, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეულს მართავს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური შეხვედრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კვირეულის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. დისკუსიებზე და სემინარებზე მოხდება იმდროინდელი რეალობის და მოვლენების ანალიზი ამჟამინდელ რეალობასთან მიმართებაში.

კვირეულის ფარგლებში მოწვეული სპიკერები გამართავენ პრეზენტაციებს და საჯარო განხილვებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია 1918 წლამდე, კონსტიტუციის მნიშვნელობა და ისტორიული რაკურსი, განათლების სისტემა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება, თვითმმართველობა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება.
უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა