centers for civic engagement
English
Home 

ახალგაზრდული პროგრამების და პრიორიტეტების განხილვა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში

26 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში გაიმართა დისკუსია ქალაქ რუსთავის ახალგაზრდული პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ხაჩიძე, ახალგაზრდული პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ხატია ბოჭორიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსთაველი ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ცვლილებებს შედეგად სამი მუნიციპალური ა(ა)იპ-ის გაერთიანება მოჰყვა და შეიქმნა სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული ცენტრის მუშაობის სტილი, ბიუჯეტი და მისი მიზნობრივი ხარჯვა, სამომავლო გეგმები და პროექტები. პრიორიტეტად დასახელდა ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე ეფექტური ურთიერთობა ახალგაზრდებთან და მათი ინტერესებისა და მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ აუცილებელია ინიციატივა მოდიოდეს დასაქმებულთა დაბალი რგოლიდან და დაინტერესების ხარისხის პოზიტიური ცვლილება სასურველ შედეგებს მოიტანს ქალაქის განვითარების კუთხით.
გეგი ლიპარტელიანმა აღნიშნა: „პირველი საფეხური, რაზეც ყველამ უნდა იზრუნოს, არის ახალგაზრდობის ურთიერთობის პლატფორმის შექმნა, რომელიც იქნება არა სპონტანური, არამედ მუდმივი და მასში ჩაერთვება ყველა, ვისაც ექნება სურვილი, მოტივაცია და იდეა რაიმე ახლის და კარგის კეთების. ასევე, უნდა შედგეს შეხვედრების ისეთი ფორმატი, სადაც ყველას ექნება საშუალება დააფიქსიროს თავისი აზრი და სადაც გაჟღერდება, თუ სად ვართ, რა გვინდა გავაკეთოთ და რა რესურსი უნდა დაიხარჯოს. სახელოვნო, სპორტისა და ახალგაზრდობის
განვითარების ცენტრი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში მცირედი წვლილის შეტანა მაინც სურს“.
აქცენტი გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. ესენია: ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა, საზაფხულო ბანაკებისა და სკოლების განვითარება, საგრანტო კონკურსები ახალგაზრდებისთვის და ვებ-სივრცის შექმნა, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის ქალაქის მოსახლეობას.
შეხვედრის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში. მათ გამოხატეს საკუთარი აზრი, გამოთქვეს შეხედულებები, იდეები, ისაუბრეს პრობლემებსა თუ სამომავლო პერსპექტივებზე. მაღალი დაინტერესების გამო, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისის ინიციატივით მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც დაიგეგმება.
უკან დაბრუნება  
ივლისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა