centers for civic engagement
English
Home 

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე

24 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ საგარეჯოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, საგარეჯოს #5 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან გაიმართა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა. 1996 წელს იუნესკომ 23 აპრილი, სერვანტესისა და შექსპირის გარდაცვალების დღე, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ბავშვებში წიგნისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღრმავებას. ასევე, ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის საბავშვო შემოქმედების გაცნობას.
საგარეჯოს ცენტრის წარმომადგენლებმა ბავშვებს წაუკითხეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო ნაწარმოები, ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები“. იგი „საქვეყნოდ ცნობილი მონადირის“ დაჩის საგმირო საქმეებს მოგვითხრობს. ეს ზღაპარი ბავშვებს ასწავლის დედაშვილობას, დაძმობას, ბიძაშვილობას, ბებია-ბაბუასთან ურთიერთობას, მეგობრობას და ერთგულებას.
ბავშვებს ძალიან მოეწონათ ღონისძიება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა გამოთქვეს მომავალში მსაგვსი ტიპის შეხვედრებზე მონაწილეობის სურვილი.
უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა