centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ქალაქ ოზურგეთში პარკებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების შესახებ

2018 წლის 20 აპრილს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოზურგეთის ოფისის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ქალაქ ოზურგეთში პარკებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების შესახებ.
ორგანიზაცია ACT-ის მიერ ჩატარებული „საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევის“ მიხედვით, საჯარო სკვერები და პარკები ოზურგეთში ქალაქის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე სკვერებისა და პარკების მოუვლელი და მოუწესრიგებელია, ასევე პრობლემას წარმოადგენს, ის, რომ მათ შესაბამისი სტატუსი არ აქვთ მინიჭებული.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისის ინიციატივით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები შეხვდნენ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ მოქალაქეებს.
შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის მიღება ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთა, მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით. შეხვედრის დროს მონაწილეებმა შეავსეს წინასწარ მომზადებული ანკეტა ქალაქ ოზურგეთის პარკებისა და სკვერების მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა რამდენიმე პრობლემა გამოყვეს, მათ შორის ყველაზე მეტად დასახელდა პარკებში ინვენტარის დაზიანება/გაუმართავობა და დაბინძურება. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია პარკებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება. მოქალაქე ნათია ვაშალომიძემ ისაუბრა მცირე სკვერების რეაბილიტაციის საჭიროებაზე, რადგან მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის პრიორიტეტულია მათ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე მცირე სკვერების კეთილმოწყობა.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორმა თამარ ნადირიძემ აღნიშნა, რომ მუშაობისას გაითვალისწინებს ახალგაზრდების მოსაზრებებს და ხაზი გაუსვა, რომ ყველა გადაწყვეტილება საზოგადოების ჩართულობით იქნება მიღებული.
შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა დასუფთავების აქცია ქალაქის ერთ-ერთი უბნის, ანასეულის პარკში.
უკან დაბრუნება  
ივლისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა