centers for civic engagement
English
Home 

თელავის მერისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა

2018 წლის 20 აპრილს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის წარმომადგენლობის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე, გიგა თუშიშვილიც ესწრებოდა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების ეფექტურად გადაჭრის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად, მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უნდა შეიქმნას.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქში მთავარ პრობლემად უპატრონო ძაღლები, დაზიანებული გზები და სპორტული მოედნები დაასახელეს.
შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს, 30 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რაზეც 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„იწყება ზუზუმბოს ქუჩიდან ბავშვთა გასართობ ცენტრამდე მისასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა. წელს, დამატებით 2 თვითმცლელ მანქანას ვყიდულობთ, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი დასუფთავების სამსახური. ნაფარეულში ვიწყებთ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციას. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ნასამხრალის საბავშვო ბაღს. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის 65 ვიდეოკამერა შევიძინეთ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსდება. მოხდება კისისხევში, სასაფლაოსკენ მიმავალი გზის და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ნადიკვარზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის ხელახალი გადახურვა. სოფლებში: გულგულას, ლაფანყურის, ლალისყურისა და ართანას საბავშვო ბაღებში მოხდება ცენტრალური გათბობის სისტემების დამონტაჟება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე ე.წ. „ჰოლივუდის კორპუსს“. ასევე ქვის საფარით მოპირკეთდება და პირვანდელი იერსახე შეუნარჩუნდება ყადორისა და ერისთავის ქუჩებს. დაგეგმილია კრივის და ძალოსნობის დარბაზების რეაბილიტაციაც“ - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით სოფელ ვარდისუბანსა და კისისხევში ევროსტანდარტების ღია მოედნები მოწყობა, სადაც საერთაშორისო ტურნირების გამართვა იქნება შესაძლებელი. ასევე, თელავსა და სოფლებში სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით, რამდენიმე ლოკაციაზე ღია სატრენაჟორო სივრცეები მოწყობა.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ნიადაგის შესწავლა და ხეების ჯიშების შერჩევა მიმდინარეობს გიგოს გორაზე, დაზიანებული ტყის აღსადგენად; მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ტენდერი გამოცხადდება უპატრონო ცხოველების ცოფისა და სხვა გადამდები დაავადებების პრევენციისთვის.
ქალაქის მერის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მისაღებად მუნიციპალიტეტის შენობის პირველ სართულზე სპეციალური ოთახი გაიხსნება; შენობაშივე მოეწყობა მისაღები ოთახი ქალებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი აზრების, იდეებისა და პრობლემების გაზიარებას.
მუნიციპალიტეტში არსებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პერმანენტულად შეხვდება.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა