centers for civic engagement
English
Home 

კულტურის რესურსები და ადგილობრივი ისტორიების მნიშვნელობა

23 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია ეძღვნებოდა ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ცხოვრებას და ბიოგრაფიას. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები. ლექცია წაიკითხა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ
ნინი სანადირაძემ ისაუბრა ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას დიდ ღვაწლზე განათლებისა და კულტურის სფეროში. მან გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით დაარსა ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“, რომელიც პირველი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო იყო თავისი არსით. ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას საცხოვრებელი სახლი გორის რ-ნის სოფ. მეჯვრისხევში იდგა, მოგვიანებით მის სახლში სახლმუზეუმი დაარსდა, ისტორიული ცნობების მიხედვით სახლმუზეუმს 20 000 მდე დამთვალიერებელი ჰყავდა, 368 ექსპონატს ინახავდა და ყველა იყო ორიგინალი და არც ერთი ასლი. ძალზედ სამწუხაროა, რომ ამდენი ექსპონატი გამქრალია და სახლმუზეუმი განადგურებული. ნინი სანადირაძემ ლექციის გაგრძელება მწერალ ბადრი რაზმაძეს სთხოვა, რომელმაც დაწერა წიგნი „მეჯვრისხევი“. მან უფრო ვრცლად ისაუბრა ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ბიოგრაფიაზე და ასევე ისაუბრა სოფ. მეჯვრისხევზე და აღნიშნა, რომ ეს პატარა სოფელი დიდ ისტორიებს ინახავს ისეთ ცნობილ ადამიანებზე, როგორებიც იყვნენ, ანა-ოლღა სოღოლაშვილი, ილიკო სუხიშვილი, მიხეილ მცურავიშვილი და ბევრი სხვა. ბადრი რაზმაძემ ურჩია ახალგაზრდებს, რომ დაინტერესდნენ ძველი ამბებით და ისტორიით და არ დაივიწყონ წარსული.
შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ იმედი გამოთქვა, რომ მეჯვრისხევში აღდგება ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას სახლმუზეუმი.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა