centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა თემაზე - "ქალები პოლიტიკაში - კვოტით თუ მის გარეშე“

 24 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ქალები პოლიტიკაში - კვოტით თუ მის გარეშე“ შეხვედრას უძღვებოდნენ მარიამ ლაცაბიძე და თამთა მასტრენკო.
კვოტირების სისტემების შემუშავება ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო და დღესაც ეს სისტემები აქტუალურია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია და სხვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს, კვოტირების დადებით და უარყოფით მხარეებზე. მნიშვნელოვანია სამართლიანობის პრინციპი, რადგან ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს სწორედ ქალები შეადგენენ და მათ აქვთ უფლება გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე იყვნენ წარმოდგენილნი; ქალების სპეციფიკური გამოცდილება და კომპეტენცია საჭიროა პოლიტიკური სისტემის პოზიტიური ცვლილებისთვის. თუმცა, ქალების პირველადი დაინტერესება ერთ-ერთ სირთულედ დასახელდა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვალიფიკაცია არ უნდა გადაფაროს სქესის უპირატესობამ.
დამსწრე საზოგადოება ინტერესით ჩაება პრეზენტაციის შემდგომ დისკუსიაში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დისკუსიის დროს გამოვლინდა, რომ დამსწრეთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა კვოტირების სისტემას და მიაჩნდათ, რომ ეს დაეხმარებოდათ ქალებს, უკეთ წარმოეჩინათ თავი და ეს მექანიზმი მათთვის ერთგვარი წახალისება იქნებოდა. თუმცა, საპირისპირო აზრი გამოთქვა საზოგადოების მეორე ნაწილმა და კვოტირებას ქალთა დისკრიმინაცია უწოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, შეხვედრის ყველა წევრი ერთ აზრზე შეჩერდა - ჩვენი ქვეყნის საზოგადოება მოქცეულია ჩარჩოებში, მათში ღრმადაა გამჯდარი სტერეოტიპები, რომლებიც ქალთა შესაძლებლობების რეალიზაციას სერიოზულად აფერხებს. საჭიროა ცვლილებები, რასაც მხოლოდ კვოტირების სისტემა ვერ უშველის, თუმცა ეს იქნება ერთგვარი წახალისება და ბიძგი, რათა საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს და დაწყოს საზღვრების გარღვევა.
უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა