centers for civic engagement
English
Home 

ქუჩების სახელდება და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

22 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ინიციატივით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოში გენდერული პოლიტიკის საკითხებზე, ქუჩების სახელდებებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის კამპანიასა და ქუჩების სახელდებების პრაქტიკულ მაგალითებზე, ქუჩების სახელდებების წესებსა და რეგულაციებზე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოღვაწე გამქრალი ქალთა ისტორიები განიხილეს.
დისკუსიის მიზანი იყო ზუგდიდში ქუჩების სახელდების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვის ინიციატივის მხარდაჭერა, რათა ქუჩებისთვის სახელის დარქმევისას პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ქალებს, რომლებმაც ქვეყნის, რეგიონის თუ ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მოქალაქეები, არასამთავრებო სექტორი, საკრებულოს და მერიის წამომადგენლები, ისტორიკოსები, მუნიციპალური ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელმძღვანელები.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, ქუჩებისთვის დამსახურებული ქალების სახელების მინიჭება პრიორიტეტული უნდა იყოს და პროცესებს ხელი მერიებმა და საკრებულოებმა უნდა შეუწყონ. „„ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის ფონდის“ დახმარებით თბილისში ძალიან ბევრი მივიწყებული ქალის სახელი გაჩნდა. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდშიც იქნება საინტერესო პრეცედენტები, რომ ამოვიღოთ არქივებიდან იმ დამსახურებული ქალების სახელები და გვარები, რომლებიც თავის დროზე არ იყვნენ დაფასებული“, - აღნიშნა ნინა ხატისკაცმა და დასძინა, რომ ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი მნიშვნელოვანია.
შეხვედრაში სკაიპით მონაწილეობა მიიღო „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ნინო ლეჟავამ. მან ისაუბრა პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბარათების კრებულზე „50 ქალი საქართველოდან“, რომელიც შეგვახსენებს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მცხოვრებ ქართველ ქალებს და მათ დამსახურებებს კულტურასა და სხვა სფეროებში. მან, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც პროექტის განხორციელების დროს შეხვდა.
საკრებულოს ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას თქმით, მსგავსი შეხვედრები ნაყოფიერია და ხელს უწყობს მათი კომისიის მუშაობასაც. მან აღნიშნა, რომ ქუჩების სახელდების პროცესში გენდერული მიდგომების მომხრეა, თუმცა მისი თქმით, ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა ხელოვნურად. „ მინდა ვთხოვო საზოგადოების წარმომადგენლებს, ისტორიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ჩაერთონ აქტიურად ამ პროცესში. ჩვენ გავითვალისწინებთ მათ მიერ მოწოდებულ ღირებულ ინფორმაციას და გადაწყვეტილებებს შესაბამისად მივიღებთ“, - აღნიშნა ლაგვილავამ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით შეიქმნება სამუშაო მკვლევართა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს და თავს მოუყრის სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე მივიწყებული საზოგადო მოღვაწე ქალების ისტორიებს. ამასთანავე, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი პროგრამის „ნორჩი მკვლევარის“ ფარგლებში ყოველწლიურად აწყობენ კონფერენციებს ისტორიიდან გამქრალ ღვაწლმოსილ პიროვნებებზე, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ მათ გაუჩნდათ იდეა, იმუშაონ ქალთა ისტორიების მოძიებაზე და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან“ ერთად მოაწყონ კონფერენცია.
უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა