centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრა ქუთაისში - ქალები და მათი უფლებები“

21 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ქუთაისის წარმომადგენლობის ინიცირებით ჩატარდა დისკუსია: „ქალები და მათი უფლებები“. შეხვედრას უძღვებოდა სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი თამთა ჩეჩელაშვილი, რომელმაც ისაუბრა სახალხო დამცველის ოფისის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ 2017 წლის ანგარიშის შესახებ, რომელიც მზადების პროცესშია.
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის შეშფოთების საგნადაც იქცა. კერძოდ, 2014 წელს 58-ე სესიაზე საქართველოს მეოთხე და მეხუთე გაერთიანებული ანგარიშების განხილვის შედეგად, კომიტეტმა საქართველოს მთავრობას ქმრებისა და პარტნიორების მიერ ქალთა მკვლელობების მზარდი ფაქტებისა და ოჯახში ძალადობის სხვა ფორმების აღსაკვეთად, სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და სპეციფიური, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სკოლების უფროსკლასელები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.
ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება.
ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.
უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა