centers for civic engagement
English
Home 

ქალთა უფლებებისთვის - დისკუსია "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ბათუმის ოფისში

16 მარტს, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე - ,,როგორია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და როგორ არის დაცული ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებები“. მომხსენებლები იყვნენ საქართველოს აზალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი და მკვლევარი, გიორგი გობრონიძე. დისკუსიას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საქართველოში ქალთა პოლიტიკური მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და იგი ჩამორჩება არა მხოლოდ ერვოპულ, არამედ გაცილებით უფრო კონსერვატიულ ქვეყნებს. გლობალური გენდერის ინდექსის მიხედვით, ქალი პარლამენტარების რაოდენობით საქართველო 144 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა, ქალი მინისტრების რაოდენობით კი, 106-ზე.

ცენტრში გამართული დისკუსიიდან გამოიკვეთა, რომ სავალდებულო კვოტირება უნდა დაწესდეს და განხორციელდეს ცვლილებები პარტიების ფინანსურად წამახალისებელ ფორმებში.

ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ რეგიონებში გამართულ დისკუსიებზე ისმენს ქალთა ჩართულობის გაზრდაზე დაკვეთას, ამაზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიებიც, თუმცა საკანონმდებლო ნორმებიც კი ვერ უზრუნველყოფს მეტ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე: „ხშირ შემთხვევაში ჩანს, რომ არსებული ნორმები ვერ უზრუნველყოფს მეტი ქალის ჩართვას პოლიტიკურ პროცესში, ასევე არ ხდება მონიტორინგი, თუ რაში დახარჯა პარტიამ ამ კუთხით მიღებული თანხა, რამდენად მოხმარდა იგი ქალთა პოლიტიკური აქტივობების გაძლიერებას იგივე შიდაპარტიულ სიტუაციაში”.

რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას საიას კვლევების მიხედვით ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს და ბრალდებულებს, დაუსაბუთებლად, ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ.


გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ,,პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებისათვის გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების გამოკვლევა და შეფასება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ არცერთ შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, დანაშაულის დაკვალიფიცირება არ მომხდარა დისკრიმინაციულ დანაშაულად. საქმეში არსებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მიმანიშნებელი გარემოებებისა, პროკურორებისა და მოსამართლეების ანალიზი ამ კუთხით მსჯელობას არ მოიცავს“.

დისკუსიის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ცნობიერების ამაღლების კუთხით. თუმცა აუცილებელია, ქვეყანამ მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალთა მონაწილეობის მუდმივ ზრდას.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა